სესხის პირობები:
• სესხის ვალუტა - ლარი;
• გადახდის ტიპი - ანუიტეტური / მხოლოდ პროცენტი;
• სესხის ვადა - 6-60 თვე;
პირადი მონაცემები:
• მსესხებელი-უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი;
• მსესხებლის ასაკი–18 -70წელი. (სესხის ვადის გათვალისწინებით)
სესხის უზრუნველყოფა:
თბილისის, რუსთავის, ბათუმის, მცხეთის, ტერიტორიაზე მდებარე:
• კომერციული ფართი.
• მიწის ნაკვეთი.
სხვა დანარჩენი ქალაქების შემთხვევაში განიხილება ინდივიდუალურად. ქონების შეფასებიდან გამომდინარე.
მსესხებლის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების კრიტერიუმები:
• უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი უძრავი ქონება არ უნდა იყოს ავარიულ მდგომარეობაში;
• არ უნდა იყოს მშენებარე (მშენებარე უძრავი ქონება მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ კორპუსი არის გადახურული და შეყვანილია კომუნიკაციები)
საჭირო დოკუმენტები :
• მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
• ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
• შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურად კომპანიის შეხედულებისამებრ).
იპოთეკური სესხის მიზნობრიობა:
• ქონების ყიდვა/აშენება/სარემონტო სამუშაოების დაფინანსება, პირადი საჭიროებისთვის.
იპოთეკური სესხის – გასაცემი თანხა შეადგენს:
• მინიმუმ 5 000 ლარს;
• მაქსიმუმ 100 000 ლარს.
სესხის გაცემა:
• გასაუბრებიდან ერთ დღეში.
მსესხებლისთვის მისაღები ნებისმიერი გადახდის ფორმა:
• სესხის ძირის და პროცენტის თანაბარწილად (ანუიტეტი) დაფარვა;
• მხოლოდ პროცენტის დაფარვა.