მომხმარებელთა პრეტენზიების მიღებისა და განხილვის პროცედურა მიზნად ისახავს საფინანსო პროდუქტების მიწოდებისას, ასევე საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
პრეტენზიად მიიჩნევა მომხმარებლის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, საჩივარს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ.
მომხმარებელს პრეტენზიის დაფიქსირება შეუძლია ზეპირი, წერილობითი, სტანდარტული წერილობითი და ელექტრონული ფორმებით.
მომხმარებლისათვის დაფიქსირებულ პრეტენზიაზე პასუხის გაცემა უნდა მოხდეს მის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადისა (წინასწარ შეთანხმებული ფორმით). პრეტენზიის გამომხატველი პირის მიერ პრეტენზიის ფორმაში მითითებულ მისამართზე ან ელექტრომული პრეტენზიის შემთხვევაში გამომგზავნის ელექტრონულ მისამართზე. მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია შპს "ნოვა კრედიტის" ნებისმიერ ოფისში ნებისმიერ თანამშრომელთან წერილობითი ან სტანდანდარტული წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართებზე:
- სათაო ოფისი: ვაჟა ფშაველას 55ა;
- ჭირნახულის 2 (ლილოს მიმდებარე ტერიტორია);
- რუსთავი, ლეონიძის & მეხრიშვილის მიმდებარე;
ან ელექტრონული ფორმით - შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
პრეტენზიას განიხილავს და საბოლოო პასუხს გასცემს შპს „ნოვა კრედიტის“ გენერალური დირექტორი. მომხმარებელს (პრეტენზიის წარმდგენს) უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია პრეტენზიის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე პრეტენზიის მიმღებისგან, როგორც სატელეფონო ისე პირადი შეხვედრით.